რესტორნის პარამეტრების გასაწყობად მიჰყევით მოცემულ ინსტრუქციას, თანმიმდევრობით.

1. მთავარი მენიუდან შევდივართ სერვისი - პარამეტრები

2. გადავდივართ მენიუში  დამატებითი

3. ველებში წარმოებ და კაფე-რესტორანი ვრთავთ ალმებს

4. გადავდივართ მენიუში კაფე-რესტორანი

5. ველში  მომსახურების % ვუთითებთ მომსახურების პროცენტის სტანდარტულ მნიშნველობას

6. ველი სხვადასხვა საწყობებიდან ჩამოწერა გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ ნედლეული დარბაზებში გაწყობილი საწყობების მიხედვით უნდა ჩამოიწეროს

7. ველში დაბლოკვის პერიოდი  ვუთითებთ პერიოდს (წმ) შეკვეთის დასაბლოკად, თუ მიმტანი არ ახორციელებს რაიმე ოპერაციას

8. ველში გასვლის პაროლი  ვუთითებთ პაროლს, რომლის აკრეფვის შემდეგ პროგრამა გაითიშება

9. ველში მაგიდის აღდგენის პერიოდი ვუთითებთ პერიოდს (წთ)  რა დროის მანძილზეც შესაძლებელი იქნება დახურული შეკვეთის აღდგენა

10. ველში დღის ნავაჭრის დრო ვუთითებთ დროს, საიდანაც იწყება სამუშაო დღის ათვლა

11. ველში მაგიდის ჯავშნის ხანგრძლივობა ვუთითებთ დროს (სთ) რა პერიოდით დაიჯავშნოს მაგიდა

12.ველში მაგიდის ჯავშნის ამოქმედების დრო ვუთითებთ დროს (სთ) რა პერიოდის შემდეგაც შესაძლებელი იქნება სხვა სტუმრის მიღება დაჯავშნილ მაგიდაზე

13. ველში  პერსონალის კვების ფასი  ვირჩევთ რა ფასში განხორციელდეს პერსპონალზე კვების დარიცხვა

14. ველში მომსახურების დამრგვალება შესაძლებელია ჩავრთოთ ალამი

15. ვაჭერთ ღილაკს შენახვა